27 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი - ბაქოში სამმხრივი მინისტერიალი უკვე დასრულდა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი - ბაქოში სამმხრივი მინისტერიალი უკვე დასრულდა. მეცხრე შეხვედრაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და მისი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. მთავარი აქცენტი გაკეთდა სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე, სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ამ პლატფორმის მნიშვნელოვანი მუშაობით, ამ რეგიონის ქვეყნები უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონში დგას. უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს, ეს არის ბევრი კომპონენტისგან შემდგარი, ეკონომიკური, რეგიონული პროექტები, შუა კორიდორის პროექტები და რაც მთავარია, დინამიკა მომავალში გაგრძელდება, ეს მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანია. ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმის მნიშვნელოვანი მუშაობით, ჩვენ მოვახერხებთ და უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს როგორც ქვეყნები და კიდევ უფრო მობილიზებული ვიქნებით იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ქვეყანას ჩვენს რეგიონში", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები