09 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
"როგორც ყოფილი ფეხბურთელი, დედაქალაქის მერი, ბიჭებო გამარჯვებას გისურვებთ, არცერთი მონაკვეთი მინდორზე არ უნდა დარჩეს ბრძოლის გარეშე, ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ" - კახა კალაძე

დღეს, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით,  რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენს ბიჭებს მინდა წარმატებები, გამარჯვებები ვუსურვო. ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგებლობაა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო.

ჩემი მხრიდან, როგორც ყოფილი სპორტსმენის მხრიდან, ყოფილი ფეხბურთელი, დედაქალაქის მერი, ბიჭებო გამარჯვებას გისურვებთ, წინსვლას, არცერთი მონაკვეთი მინდორზე არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე, ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი, ყველა მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ და წარმატებები და გამარჯვებები საქართველოს", - აღნიშნა ვიდეო მიმართვაში კახა კალაძემ.

დღის ამბები