09 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
საქართველო - საბერძნეთი - ისტორიული მატჩი დაიწყო

ისტორიული მატჩი დაიწყო - ერთი მატჩი, ერთი გამარჯვება და, პირველად ისტორიაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. "დინამო არენაზე" სრული ანშლაგია.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს, რომელმაც ბოლოს, კონტინენტის პირველობაზე 12 წლის წინ - 2012 წელს ითამაშა.

მთელი ქვეყანა, იმ 54 ათასი გულშემატკივრის გარდა, რომლებმაც "დინამო არენაზე" მოხვედრა მოახერხეს, ეკრანებთანაა მიჯაჭვული.

დღეს ფეხბურთი გვაერთიანებს! ეს ის იშვიათი მომენტია, როდესაც მთელი ქვეყანა ერთი მიზნითაა დამუხტული. საქართველოს დიდი გამარჯვების ისტორია სჭირდება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები