09 მაისი 2024,   02:29
ვრცლად
ვულოცავ საქართველოს, ყველა ქართველს, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

 

დღის ამბები