27 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
კიევისთვის გერმანული იარაღის მიწოდება დამღუპველი იქნება მთლიანად ევროპისთვის - გერმანიის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელი

გერმანიის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელმა უკრაინისთვის გერმანული "ტაურუსის" რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მატიას მუსდორფის თქმით, კიევისთვის გერმანული იარაღის მიწოდება დამღუპველი იქნება გერმანიისთვის და მთლიანად ევროპისთვის, რადგან ეს იქნება გერმანიის უშუალო ჩართვა კონფლიქტში.

მუსდორფმა აღნიშნა, რომ შტატების ცივი ომის მენტალიტეტი არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის მთავარი მიზეზი და შტატები აწარმოებს წამქეზებელ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუშლის გრძელვადიან დიალოგს ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

დღის ამბები