27 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
როგორია დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსი - USAID-ის წარმომადგენლები "ენერგო-პრო ჯორჯიას" ფოთისა და ბათუმის ფილიალებს ეწვივნენ

როგორია დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსი?! USAID-ის წარმომადგენლები "ენერგო-პრო ჯორჯიას" ფოთისა და ბათუმის ფილიალებს ეწვივნენ და კომპანიის მაღალი რგოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიზანი ქალთა პროფესიული განვითარების სტატისტიკის ზრდაა.

"ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ტრაპაიძის განცხადებით, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად გააუმჯობესონ სამუშაო გარემო ქალებისთვის.

"USAID-თან ერთად ვმუშაობთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სამუშაო გარემო ქალბატონებისთვის,მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ჩვენს კომპანიაშია, ვგულისხმობ, როგორც საოფისე სამუშაოებს, ასევე საველე სამუშაოებს", - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.

USAID-ის დაქირავებული ექსპერტის მუსამა კლარას თქმით, გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

"მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" ახორციელებს ქალთა პროფესიული განვითარებისთვის. კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ახლა უკვე ვხედავთ შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მუსამა კლარამ.

USAID-ის დაქირავებული ექსპერტის, ჟასმინ ბოემის თქმით, კომპანიასთან 2015 წლიდან თანამშრომლობენ და, გენდერული თანასწორობის კუთხით, ერთად ბევრს მიაღწიეს.

"ორი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები "ენერგო-პრო ჯორჯიაში " დასაქმებულ ნიჭიერ ქალბატონებთან, კომპანია არის ჩვენი პარტნიორი 2015 წლიდან და ერთად ბევრს მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის კუთხით, ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ამ გუნდთან", - განაცხადა ჟასმინ ბოემმა.

დღის ამბები