27 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
ლამის იყო ტერორიზმის ხელშეწყობაში დამდეს ბრალი - გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, პროექტის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ე.წ. მოსმენების კანონზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მას ამ საკითხზე გარკვეულ საკითხებში ბრალი დასდო.

„ლამის იყო ტერორიზმის ხელშეწყობაში დამდეს ბრალი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, აქტიურობის შედეგად პოლიტიკოსებს საზოგადოება საკუთარ აზრს უკეთ გააგებინებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ე.წ. მოსმენების კანონზე საუბარი საბჭოურ აზროვნებას შეადარა.

„ჩვენი ღრმადპატივცემული და უაღრესად განათლებული პოლიტიკოსები გამოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ იცით რა, ადამიანის უფლებები ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფოს ინტერესები. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით აზროვნებ, რომ ადამიანების უფლებები ცალკეა, რაღაც უნდა დაიცვა და სახელმწიფოს ინტერესები ცალკეა. ასე აზროვნებდნენ საბჭოთა კავშირში. ასე არ იგება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ორ ინტერესს შორის არის ტოლობის ნიშნი, ვისაც ეს არ ესმის, ელემენტარულად, ვერ გამოფხიზლდა საბჭოთა კავშირიდან,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები