27 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
აქცია ამერიკის საელჩოსთან - საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვენ

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულმა კრედიტორებმა საქმის დეტალები ამერიკის საელჩოს ეკონომიკურ ოფიცერს გააცნეს. აქციის მონაწილეები, ამერიკის საელჩოს მთავრობასთნ მოლაპარაკების პროცესში შუამდგომლობას სთხოვენ.

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულების მოთხოვნით, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შემქნა. კომისიის შექმნის მიზნად კი სისტემური დანაშაულის დროულ გამოძიებას ასახელებენ.

საქმეში ოფიციალურად 2 ათას 500 მეანაბრეა, რომლებმაც ჯამში 67 მილიონი ლარის ზარალი ნახეს. დაკარგული თანხა კი, მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აანაზღაუროს.

დღის ამბები