27 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
სასტიკად ნაცემი შოთა პაკელიანი გამოძიების კითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა

შოთა პაკელიანი გამოძიების კითხვებს ხუთ საათზე მეტი პასუხობდა. პაკელიანი, რომელიც მიყენებული ტრავმების გამო პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა, ფიზიკურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ისანი-სამგორის პოლიციის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. ბრალდებული 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თბილისის პროკურატურა გამოძიებას სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე აწარმოებს. რა ეტაპზეა ახლა ძიება, უცნობია.

დაცვის მხარე პროკურატურას პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსს ითხოვს.

შოთა პაკელიანი სამართალდამცველებმა 23 მარტს დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, ის მეშვიდე განყოფილებაში სცემეს და ნარკოტიკი ჩაუდეს. პაკელიანი 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები