07 მაისი 2024,   20:08
ვრცლად
სასამართლომ პროკურატურას პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილისთვის თანხის გადახდა დააკისრა

გიორგი ცომაია, რომელიც 2014 წლის შემდეგ თავისი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში ცდილობს, სამივე ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო. რამდენიმე დღის წინ კი მან ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა, სადაც მოსამართლე პროკურატურას ცომაიასთვის 19 572 ლარის გადახდას აკისრებს.

გიორგი ცომაიას მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, მეორე დღეს კი ბრალი პოლიციის ცემისა და ცივი იარაღის ტარებისთვის წარუდგინეს და ციხეში 9 თვით დააბრუნეს.

გიორგი ცომაიას ინტერესების დამცველის ინფორმაციით, სადავო საქმეში, რომელიც ცომაიას საქმეში დაფიქსირებული პოლიციელების მიმართ გამოძიებას სავარაუდო ბრალეულობა არ დაუდგენია.

ოფიციალური ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გიორგი ცომაიას 19 572 ლარი უნდა გადაუხადოს, რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები