სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, გელა ხვედელიძეზე თავდასხმას არჩევანის ეთერში ეხმიანება.
მისი თქმით, გელა ხვედელიძეზე თავდასხმა მაღალი თანამდებობის პირების ჩარევაზე მეტყველებს.
„ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეთ გარანტიები. უნდა ჰქონდეთ შესაბამისად დაცულობა, ალბათ, თანამდებობის მაღალი პირების მხრიდან, რადგან გარისკო ადამიანმა, სცემო ყოფილი შს მინისტრის მოადგილე, მაღალი თანამდებობის პირი, სცემო კამერების გარშემო, სცემო დღის სინათლეზე,“ - აცხადებს ზვიად კუპრავა.
მან აღნიშნა, რომ შსს-ს კამერის ჩანაწერებიდან საქმის გახსნა შეუძლიათ და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.