27 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - მესამე სექტორს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი მზად აქვს

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად უკვე მზად აქვთ. მათი თქმით, დღეს არსებული კანონით, მოსმენების პრაქტიკა კიდევ უფრო გაუარესებულია.

„განახლებული კანონით, ეს რისკები აცილებული არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, უფრო გაუარესდება ის პრაქტიკა, რომლიც არსებობდა და ის რისკები კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან გარემო მონიტორინგის, გარე საზედამხედველო პრაქტიკა არ იქნება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ვითხოვდით ჩვენ და როგორიც დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

 

დღის ამბები