28 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
პეტერბურგში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პეტერბურგში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. ისინი შუა აზიელი მიგრანტები არიან. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულები ისლამურ სახელმწიფოსთან და ჯებხატ ან ნუსრასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. ისინი ტერორისტულ დაჯგუფებებში ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ.

სპეცსამსახურები ცდილობენ დაადგინონ, ქონდათ თუ არა დაკავებულებს კავშირი ტერორისტთან, რომელმაც პეტერბურგის მეტროში მოაწყო აფეთქება.

გამოძიების ვერსიით, აფეთქება მეტროში 22 წლის წარმოშობით ყირგიზმა მოაწყო. ის აფეთქებისას დაიღუპა. გამოძიებამ უკვე დაკითხა მისი გარემოცვა და უახლოეს საათებში მშობლებსაც დაკითხავს. აკბარჟონ ჯალილოვის ოჯახის წევრები ყირგიზეთიდან პეტერბურგში დღეს დილით ჩაფრინდნენ.

დღის ამბები