28 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
მეტეხის ხიდთან ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

ძველ თბილისში მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია. მეტეხის ხიდთან სამართალდამცავებმა ჩემოდნის მსგავსი ნივთი გახსნეს, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აღმოჩნდა. 

შსს-ში ბომბის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შევიდა.  გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა ჩემოდნის მსგავსი ნივთი ხიდთან დატოვა, რის შემდეგაც ძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები