27 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
"ნახევარი მილიონი გადაიხადა ამ რაღაც ფალოსის ნახევარკუნძულებში"- ალეკო ელისაშვილი თბილისის ზღვის განვითარების გეგმას აფასებს

"ნახევარი მილიონი გადაიხადა ამ რაღაც ფალოსის ნახევარკუნძულებში"-ასე აფასებს საკრებულოს დმაოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის ზღვის განვითარების გეგმას.

დავით ნარმანია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ილუსტრაციას, რომელიც თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, დეზინფორმაციას უწოდებს.

გეგმის მიხედვით თბილისის ზღვაში ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება.

გეგმის მომზადებისთვის თბილისის მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

თბილისის ზღვის განვითარების მიზნით, დახარჯული ნახევარი მილიონის გარდა, მერიამ 3 მილიონზე მეტი ლარი თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მომზადებაშიც გადაიხადა. გენგეგმა მაისში უნდა დასრულდეს, თუმცა მერია ისეთ მსხვილ პროექტს, როგორიც ზღვის ტერიტორიის განვითარებაა, გენერალური გეგმის გვერდის ავლით აპირებს.

ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი საკითხს არასერიოზულად აფასებს. ის, რაც ოპოზიციისთვის არასერიოზულია, დედაქალაქის მერისთვის საამაყოა. თბილისის ზღვის განვითარების გეგმით დავით ნარმანია რამდენიმე დღის წინ, დუბაიში ვიზიტის დროსაც იწონებდა თავს.

ავტორი: მარიკა გოცირიძე. 

 

დღის ამბები