27 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
ომბუდსმენი და კამპანია "ეს შენ გეხება" მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად გაასაჩივრებენ

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველი და კამპანია ეს შენ გეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებს დამოუკიდებლად წარადგენენ. გადაწყვეტილება ომბუდსმენისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე დღეს მიიღეს.

ე.წ. მოსმენების კანონში სახალხო დამცელი რამდენიმე მუხლს გაასაჩივრებს, მათ შორისაა სუს-სთვის ე.წ. მოსმენების გასაღების დატოვება.

კამპანია ეს შენ გეხება მოსმენების კანონის რამდენიმე მუხლს უმაღლეს ინსტანციაში ხვალ გაასაჩივრებს.

არასამთავრობოებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელებით მოქალაქეებიც მიმართავენ. ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრება დაინტერესებულ პირებს, კამპანია ეს შენ გეხებას ვებგვერდზე შეუძლიათ.

სამოქალაქო საზოგადოებას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. ქართულ ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ კანონის ახალი ვარიანტით ქვეყნის უსაფრთხოებაც და ადამიანის უფლებებიც დაცული იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები