27 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
მე ვიღებ იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუთაისელებისგან მოვისმინე - პრეზიდენტი პარლამენტის ქუთაისში დატოვებაზე

პარლამენტის ადგილის შეცვლის და ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის შესაძლო საკითხი, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრის განმავლობაში ყველაზე მწვავე განხილვის თემა იყო. პრეზიდენტის პოზიციამ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დეპუტატების აზრის გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ, შეკრებილების ნაწილს დამატებითი კითხვები გაუჩინა.

ადგილობრივების ნაწილმა პრეზიდენტისგან ამ საკითხზე დამატებითი განმარტება და მხარდაჭერაც მოითხოვა. მარგველაშვილის განცხადებით, ქუთაისელების სურვილს, რომ მათთან დარჩეს პარლამენტი, ყველა შეხვედრაზე წინა პლანზე დააყენებს.

„მე ვიღებ იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუთაისელებისგან მოვისმინე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონსტიტუცია ყველასია კამპანიის ფარგლებში შეხვედრებზე პრეზიდენტმა განმარტებები მმართველ გუნდსა და მას შორის არაერთ საკითხზე შეუთანხმებლობაზეც გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტთან დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს.

 

დღის ამბები