07 მაისი 2024,   21:40
ვრცლად
გასაჯაროებული ფირების საფუძველზე ელისო კილაძის შვილის ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ

ელისო კილაძის შვილის დაკავების მოწმე და ვიდეო კადრების ავტორი შორენა ლალიაშვილი 3 საათია დაკითხვაზე იმყოფებოდა. ქრონიკა პლუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ სწორედ შორენა ლალიაშვილის მიერ მიწოდებული მასალა გაასაჯაროვა დღეს. კადრებში დავით ხარშილაძის დაკავების მომენტია ასახული. პრესკონფერენციაზე მომხდარის შესახებ თავად მოწმემაც ისაუბრა.

პარალელურად, დღეს გასაჯაროებული ფირების საფუძველზე დავით ხარშილაძის ადვოკატები ახალ მოთხოვნებს ახმაურებენ. ისინი ითხოვენ დავით ხარშილაძეს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება. ამ მოთხოვნით მათ უკვე შეიტანეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“ჩვენთან წარმოდგენილი იქნა შორენა ლალიაშვილის ვიდეო მასალა, სადაც ასახულია დავით ხარშილაძის დაკავების ფაქტები. აფიქსირებენ, რომ იყვნენ სამნი დაკავების დროს და ფირში აღბეჭდილია, რომ არა სამი, არამედ 12 კაცია და საგამოძიებო მოქმედება და ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმთან დაკავშირებით საათები, 16 საათი და 40 წუთი მითითებულია, ლალიაშვილის წარმოდგენილ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, რომ უკვე მას აჯენენ მანქანაში და მიჰყავთ. რაც შეეხება ჩხრეკის და დაკავების დროს მითითებულია, რომ ჩხრეკა დაიწყო 16 საათზე და 40 წუთზე და დამთავრდა 16 საათსა და 55 წუთზე. დაკავების ზუსტი დრო მითითებულია 17 საათი და 10 წუთი,“ - განაცხადა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია და სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არცერთი დოკუმენტი, რომ ზედამხედველი პროკურორი იყო ინფორმირებული.

“პროკურატურაში მოვიტანე ადვოკატების შუამდგომლობა, საერთოდ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმიტომ, რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს, ეს არ იყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული სპეცოპერაცია, ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია და სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არცერთი დოკუმენტი, რომ ზედამხედველი პროკურორი იყო ინფორმირებული. ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, ის ზის უდანაშაულოდ და ის უნდა გათავისუფლდეს. იმედს ვიტოვებ, რომ შოთაძე ნახავს ამ მტკიცებულებებს“ - აღნიშნა კილაძემ.

   

დღის ამბები