08 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
პარიზის "დისნეილენდს" 25 წელი შეუსრულდა

პარიზის დისნეილენდს 25 წელი შეუსრულდა - იუბილე პარკში გრანდიოზული შოუთი აღნიშნეს. საიუბილეო გალა კონცერტზე დისნეის ყველა ანიმაციის და საბავშვო ფილმების გმირებმა მუსიკალურ ნომრებში მიიღეს მონაწილეობა.

ერთ საათიანი შოუს დასრულებამდე, პარკის მთავარ სცენაზე ევროპის ყველზე გრანდიოზული გასართობი კომპლექსის პრეზიდენტიც გამოჩნდა, რომელმაც შეკრებილებს და თანამშრომლებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.  

ანიმაციის გმირების შემდეგ, მუსიკალურ მსვლელობას დისნეილენდის 1000-ზე მეტი თანამშრომელიც შეუერთდა. საიუბილეო შოუ სამახსოვრო სურათის გადაღებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსი პარიზსთან ახლოს 1992 წლის 12 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. მას შემდეგ მისი განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს. პარიზის დისნეილენდი ამჯერად ორი ათას ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსგან შედგება. ყოველწლიურად ევროპის ყველაზე დიდ გასართობ კომპლექსს დაახლოებით 13 მილიონი სტუმარი ჰყავს.

დღის ამბები