08 მაისი 2024,   02:52
ვრცლად
კიევში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

4 წლიანი პაუზის შემდეგ, კიევში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ენერგეტიკა და ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პროექტების, ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და რეგიონის ენერგომომარაგების ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებია. კომისიის მე-9 სხდომა საქართველოსა და უკრაინის ვიცე პრემიერებმა გახსნეს.

„საუბარი იყო სხვადასხვა კუთხით ურთიერთთანამშრომლობაზე, ეს არის განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებები. ასევე აინტერესებთ იმ განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ განსახორციელებელ რეფორმებში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინის ვიცე პრემიერმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოსა და უკრაინის შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპი იწყება. ჩვენს დღის წესრიგშია თანამშრომლობის უამრავი სფერო - სოფლის მეურნეობა, განათლება ტურიზმი. განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს საერთო ღონისძიებებს ევროინტეგრაციის კუთხით. ჩვენი ქვეყნები ერთნაირი გამოწვევის წინაშე დგანან და ასევე ერთნაირი შესაძლებლობები გვაქვს, რომელიც ერთად უნდა გამოვიყენოთ მთავარი მიზნის - ევროინტეგრაციის მისაღწევად,” - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

დღის ამბები