07 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
სერგეი ლავროვის და რექს ტილერსონის შეხვედრას მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს და რუს კოლეგასთან შეხვედრას გამოეხმაურა.

კონკრეტულად, მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა იმ საკითხზე, რომ რექს ტილერსონს საქართველოს შესახებ არ უსაუბრია და სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების მთავარი თემა მხოლოდ უკრაინა და სირია იყოს.

მიხეილ ჯანელიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ პოზიცია არ შეუცვლია.

„არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიცია რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. იქ, მე რაც მოვისმინე, პრესკონფერენციის ფარგლებში, რაც საჯარო იყო, საუბარი იყო მწვავე კონფლიქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებს დარეგულირებას,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

დღის ამბები