07 მაისი 2024,   21:33
ვრცლად
ოპოზიციის ბოიკოტი - ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დღითიდღე მცირდება. დღეს კომისია ნაციონალურმა მოძრაობამაც დატოვა. ორშაბათს კომისიას კიდევ 15 პარტია გამოაკლდება. ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დღეს ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლებამ არცერთი განსხვავებული პოზიცია არ გაითვალისწინა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის ფონზე კომისიის მომზადებული პროექტი ლეგიტიმაციას დაკარგავს.

ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია კომისიის წევრი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, თუმცა არც ევროპული საქართველო და არც არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერჯერობით კომისიის ფორმატში ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარია, რას უცხადებენ პარტიები ბოიკოტს იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დოკუმენტზე მომავალ კვირას ისედაც ასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიების ბოიკოტს მომავალი კვირიდან შეუერთდებიან პატრიოტთა ალიანსის წევრებიც, რომლებიც ბოლო დღეებია კომისიის სხდომას უკვე არ ესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები