08 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
არასამთავრობოები თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ. მესამე სექტორი ხელისუფლების იმ ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც 7 ქალაქისთვის სტატუსის შეწყვეტას გულისხმობს.

არასამთავრობოები დღეს გორში, რუსთავში, თელავსა და ახალციხეში შეიკრიბნენ და მთავრობის მიერ თვითმმართველობებში დაგეგმილი რეფორმა გააპროტესტეს.

არასამთავრობოებთან ერთად, შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგება. დღეს მმართველ გუნდშიც საპირისპირო განმარტებებს აკეთებენ.

თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით ინიციატივა პარლამენტს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა წარუდგინოს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია. იმ შემთხვევაში თუ მათი რაოდენობა შემცირდა, სტატუსი 7 მათგანს ჩამოერთმევა. ადგილობრივ არჩევნებზე კი მერს მხოლოდ დარჩენილი 5 ქალაქი აირჩევს.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე, იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები