07 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
ჰოლივუდის ლეგენდალური ფილმების პერსონაჟების ნივთები - მასშტაბური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჰარისონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დევიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და სხვა ლეგენდარული რეჟისორისა თუ მსახიობის ხელმოწერილი ნივთები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლეგენდალურ ფილმებში მონაწილე პერსონაჟების კოსტიუმები და სხვადასხვა ნივთები.

ნივთები სასახლეში ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლთათვის 18 აპრილიდან გამოიფინება.

გამოფენა ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. ნივთები საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით გამოიფინება.

დღის ამბები