08 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
არჩილ ჭყოიძე ხელისულებას რუსეთის პირველ პირთან უშუალო დიალოგისკენ მოუწოდებს

ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე, არჩილ ჭყოიძე მისი ორგანიზაციის პრორუსულობასა და რუსეთის აგენტობაზე გავრცელებულ ხმებს უარყოფს.

განსხვავებული აქცენტების ეთერში არჩილ ჭყოიძემ აღნიშნა, რომ პრორუსულობა მათი ორგანიზაციისთვის არ არის დამახასიათებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია დაფინანსებას წევრების შემოწირულობისგან იღებს. მან აღნიშნა, რომ 2011 წლის შემდეგ რუსული მხრიდან დაფინანსება აღარ მიუღიათ.

მან განმარტა, რომ ევრაზიული კავშირი სჯობს ევროკავშირს იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მხრიდან მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუოპაცია. 

„თუ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, მაშინ ევრაზიულ კავშირში შესვლა იქნება ჩვენი მხრიდან დათმობა, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება, რაც ჩვენთვის იქნება გაცილებით მომგებიანი,“ - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პირველ პირს არ ესაუბრება. მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა ორჯერ გამოთქვა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნა.

„ჩემი წარმოდგენით, რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა და აქვს იმის მზაობა, რომ საქართველო შევიდეს ევრაზიულ კავშირში. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს უნდა თავისი ბაზები ჰქონდეს საქართველოში,“ - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ. 

მან აღნიშნა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატმა საკმაოდ დიდი სარგებელი მოუტანა ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის. 

"რუსეთი დღესდღეობით არის საქართველოს მტრული სახელმწიფო," - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

დღის ამბები