07 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
არის საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს რუსეთი - ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე საქართველოში არსებულ რუსულ პროპაგანდაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი მიზნობრივად მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან და ახორციელებს მათ დაფინანსებას. ისტორიკოსი განსხვავებული აქცენტების ეთერში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი საინფორმაციო საშუალებებსაც აფინანსებს. 

“რუსეთი ძალიან პროფესიონალურად იქცევა, ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ამხელა იმპერიას ვერ შექმნიდა, რომ არ იცოდნენ როგორ იმუშაონ. დღეს ეს კიდევ უფრო გაადვილებულია რადგანაც, იზრდება კრიტიკული მასა ადამიანებისა, რომლებსაც ხელისუფლება არ მოსწონთ ამა თუ იმ ქვეყნის. რუსეთი აკეთებს ტარგეტირებას, რომელშიც მიზნობრივად სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობენ.

"რასაკვირველია არის ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირ აფინანსებს რუსეთი, არის საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს, მაგრამ საკმაოდ დიდი არის ველი იმ ადამიანების, რომლებიც ამას იზიარებენ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები