07 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
სასჯელაღსრულების სამინისტრო უფორმებს კონტრაქტს ღიად პრორუსულ მედიასაშუალებას - თამარ კინწურაშვილი

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი რუსეთის გავლენაზე ქართულ მედიასა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას მედიის შინაარსობრივი ანგარიში გამოქვეყნდება, სადაც ჩანს ყველა ის წყარო, ვინც ანტი დასავლურ ნარატივს ავრცელებს.

„პრინციპში, ორი ძირითადი ჯგუფი იკვეთება. ეს არის ღიად კრემლისტური, პრორუსული ძალები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ანტიდასავლურ განწყობებს, ხშირად ახდენენ მითითებას რუსულ მედიასაშუალებებზე და ე.წ. ანტილიბერალური, ეთნონაციონალუსტური ძალები, რომლებიც განსხვავებულად პოზიციონირებენ, თუმცა ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ შინაარსობრივად ისინი ერთი და იგივე გზავნილებს ავრცელებენ,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სამინისტროები მედიასაშუალებებთან კონტრაქტს აფორმებენ. ის აკრიტიკებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანოებს, რომლებიც რუსული სპუტნიკის მსგავს სააგენტოებთან კონტრაქტს აფორმებენ.

„სასჯელაღსრულების სამინისტრო უფორმებს კონტრაქტს ღიად პრორუსულ მედიასაშუალებას, რომელიც არა ერთი დეზინფორმაციის წყარო ყოფილა,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

დღის ამბები