07 მაისი 2024,   23:08
ვრცლად
"ევროპის საბჭოს განცხადება არის თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება,"-რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირველ კომენტარს აკეთებს  ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით თურქეთზე დაკვირვებას ანახლებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეფასებით ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან როიტერთანინტერვიუში განაცხადა. თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს გადახედოს.

თურქეთის პრეზიდენმა პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა. იგი მმართველ პარტიაში დაბრუნებას აპირებს მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოცხადდება.  

"ევროპის საბჭოს განცხადება არის თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ. მზად ვართ ბოლომდე მივიყვანოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ყვლაფერს ვაკეთებთ რასაც გვეუბნებიან, თმცა ამ დრომდე ისევ მოლოდინის რეჟიმში გვტოვებენ. თუ აპირებენ რომ ეს პროცესი კიდევ 3 ან 5 წელი გააგრძელონ, მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე თურქ ხალხს მივმართავთ,"-აცხადებს ერდოღანი.

დღის ამბები