27 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
"უნდა დავცინო ნაცმოძრაობას"-ირაკლი სესიაშვილი პროკურატურაში საჩივარს დღეს შეიტანს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ირაკლი სესიაშვილი ენმ-ს პროკურატურაში უჩივლებს.

დეპუტატი  განცხადების შეტანას დღეს 12:00 საათისთვის გეგმავს.

„უნდა დავცინო  ნაცმოძრაობას. რასაც ვიტყვი დოკუმენტაციაზეც მეტი იქნება და ყველაფერზე მეტი, ასე რომ გაუჭირდებათ,“-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობას ტყუილში ადანაშაულებს და გავრცელებულ ინფორმაციას "სამარცხვინოს" უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აქამდე დაკავებულები იყვნენ დეპუტატების შეურაცხყოფით და დისკრედიტაციით. ახლა გადავიდნენ მათ ოჯახის წევრებზე. ამაზრზენია ნამდვილად ეს ამბავი. ბუნებრივია ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და ირაკლი სესიაშვილი ან მისი შვილი სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით კი არსებობს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ამ თემაზე მაღალჩიოსნებს შორის კომუნიკაცია.

„იმის ნაცვლად, რომ მათ ამ საკითხს მოჰფინონ ნათელი, გამოაქვეყნონ ყველა ის დოკუმენტი, სადაც კარგად ჩანს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ერთმანეთთან ახდენენ გარკვეული სახის კომუნიკაციას ამ კონკრეტულ თემაზე, დაკავებულები არიან იაფფასიანი სპეკულაციებით,“-აცხადებს ენმ-ს წევრი კოტე იოსელიანი.

ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ნეპოტიზმსა და სხვა უკანონობაზე ამახვილებენ ყურადღებას ევროპულ საქართველოში.

„დღეს სამწუხაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ პოლიციად, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოების დაცვა,“-ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

ნაციონალური მოძრაობის  მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით, 2 წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდებიც არის და ამის შესახებ მისი სუს-ში დასაქმების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები