27 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნი დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება

დღეს გასაჯაროვდება ის დოკუმენტი, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. მასში დეტალურად არის აღწერილი საკონსტიტუციო კომიის მუშაობა და ხარვეზები, ცვლილებების წარმოდგენილ რედაქციაში.

აქცენტი კეთდება პრეზინდეტის არჩევის ახალ წესზე, საარჩევნო კოდექსსა და გადაუნაწილებენ მანდატებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია არასამართლიანად თვლის. დოკუმენტი ვენეციის კომისიას უალხოეს დღეებში გადაეგზავნება.

"კონსტიტუციაში რჩება ისეთი ნორმები, რაც საარჩევნო სისტემას კვლავ ტოვებს არასამართლიანს და კვლავ ვიქნებით იმ რეალობის წინაშე, რომ მმართველი ძალა მიიღებს იმ მანდატებს, რა ხმაც მას რეალურად არ მიუღია. არის ასევე შენიშვნები საპრეზიდენტო სისტემასთან, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში იმედოვნებენ, რომ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს ქართული ოცნება გაითვალისწინებს.

დღის ამბები