27 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
მურუსიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი - არასამთავრობები კანონდარღვევაზე საუბრობენ

მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, შესაძლო უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიცია, თითქოს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებები ავალდებულებთ. უფრო მეტიც, ისინი კანონდარღვევაზე საუბრობენ.

"არსებული ვითარება წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე" - წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერნი მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღებამდე, არ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, საბჭოს რამდენიმე წევრს უნდა, რომ სანამ ვადას ამოწურავენ, რამდენიმე „ცნობილი“ გვარის მქონე კანდიდატები დაინიშნონ უვადოდ სასამართლოში. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ლევან მურუსიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი,“ - აცხადებს IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია. 

დღის ამბები