27 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
პროკურატურას ნამდვილად ვერ დავეკითხები, რაზე ვისაუბრო და რაზე არა - უჩა ნანუშვილი პროკურორის მოადგილეს პასუხობს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის კამათი მოხდა. მთავარი პორკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ, ომბუდსმენის შენიშვნები არ გაიზიარა და უჩა ნანუაშვილი მხარედ მოიხსენია.

სახალხო დამცველმა პროკურორის მოადგილისგან შენიშვნა არ მიიღო.

„რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმციას, ის ნამდვილად დაარღვია მთავარმა პროკურატურამ. მე ვსაუბრობ იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც მე ბრალდებულმა მითხრა, ეს მისი უფლებაა და ასევე ჩემი უფლებაა. პროკურატურას ნამდვილად ვერ დავეკითხები, რაზე ვისაუბრო და რაზე არა,“ - განაცხადა უჩა ნანუშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები