07 მაისი 2024,   23:52
ვრცლად
ელისო კილაძე და სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი შს მინისტრს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

ქრონიკა პლუსის რედაქტორი და სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

ელისო კილაძე და ზვიად კუპრავა დღეს ყაზბეგის გამზირის იმ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ცხოვრობს. მათი განცხადებით, უწყების ხელმძღვანელი ნაქირავებ ბინაში, დაახლოებით, 7 თვის წინ გადავიდა და თვეში 6 ათას ლარს იხდის.

სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, დღეს წარმოადგინა მღებრიშვილის ქონებრივი დეკლარაციაც და აღნიშნა, რომ მას საცხოვრებელი ფართი თბილისში ყაზბეგის გამზირზეც გააჩნია. საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ელისო კილაძე უახლოეს დღეებში პროკურატურასაც მიმართავს. დღეს კი ისინი კერძო საკუთრების ეზოში არ შეუშვეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

დღის ამბები