27 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძება გრძელდება - ჯარჯი წიკლაური

მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძება გრძელდება - ამის შესახებ განცხადება, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა. პროკურორის თქმით, მტკიცებულებების შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მისი სტატუსის მიუხედავად, პასუხისგებაში მიეცემა.

„დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შეაფასებს მტკიცებულებების დასაშვებობას, რომლებიც მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და თავად ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.

კვლავ გრძელდება გამოძიება გიორგი მამალაძესთან დაკავშრებით სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით. ინტენსიურად გაგრძელდება გამოძიება და მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი მიუხედავად მისი სტატუსისა მიეცემა პასუხისგებაში,“ - განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორმა ასევე განმარტა, რომ ბრალდების მხარე დღევანდელი სასამართლო სხდომის დახურვასაც მოითხოვს.  

„ჩვენ გვაქვს კანონიერი საფუძველი და საკმაოდ მყარი, გონივრული არგუმენტები, რატომაც ვითხოვთ სხდომის დახურვას. ამას დავასაბუთებთ სასამართლოში,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

დღის ამბები