19 ნოემბერი 2019,   01:08
ვრცლად
ე.წ. "ღამის მგლების" ბაიკერები გურიაში

გურიაში ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები გამოჩდნენ. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ მათ მოტოციკლზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტები აქვთ დამაგრებული. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს და დაწვეს.

ენმ-ში აცხადებენ, რომ  რუსი ბაიკერები მანამდე პატრულმა გააჩერა, საბუთები შეუმოწმა და გაატარა.

„გზაში შემოგვხვდა ორი ბაიკერი ჩვენთვის ნაცნობი ნიშნებით, ცეცხლოვან ფონზე მგლის სახით. ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ჰქონდათ მოტოციკლზე დაკრული. პატრული ესაუბრებოდა, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე ხელი ჩამოართვეს, გაუშვეს. ჩვენ გავაჩერეთ ეს ბიჭები, ავუხსენით, რომ ეს იყო ჩვენთვის მტრის სიმბოლიკა, მოვუხსენით, დაწვაც ვცადეთ და შემდეგ ე.წ. ნაგვის ურნაში ჩავუშვით,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბესიკ ქათამაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას გურიაში კლუბ ღამის მგლების წევრი ბაიკერების გაადგილების შესახებ. როგორც აცხადებენ, პოლიციამ რუსი ბაიკერები გურიის ტერტორიაზე მართლაც გააჩერა, თუმცა არასწორი მანევრირებისთვის და ადმინისტრაციულად დააჯარიმა. უწყების განმარტებითვე, ისინი ტურისტული მიზნით გადადგილდებოდნენ და არ ქონდათ ღამის მგლების არანაირი ატრიბუტიკა.

 

დღის ამბები