07 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
საარჩევნო სისტემა, რომელიც ყალიბდება ქვეყანაში, იქნება პრობლემური - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდში დაგეგმილ კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვას დაესწრება. თუმცა, მანამდე მან ზუგდიდში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შოთა მესხიას სახელობის უნივერისტეტში გიორგი მარგველაშვილმა კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების ხარვეზებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა.

„საარჩევნო სისტემა, რომელიც ყალიბდება ქვეყანაში, იქნება ჩემი აზრით, პრობლემური. მახსოვს, როგორ ლანძღვადა სააკაშვილი შევარდნაძეს და მანამდე, როგორ ლანძღავდა შევარდნაძე წინა ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება ხშირად დაკავებულია იმით, რომ ძალიან ლანძღავს, ეს არ არის ნორმალური. დრამატული ცვლილებები, დაყოფილები რომ ვართ ხოლმე ბანაკებად, მერე ერთმანეთის ლანძღვაში ვატარებთ უკვე მოგებულ წლებს, ეს არ არის ევროპული კულტურა. ევროპული კულტურა არის, რომ 3-4-5 პოლიტიკური პარტია არის ძლიერი, ხანდახან რომელიღაცას ერგება მმართველობა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს ქვეყანაში, ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოგების შანსი უნდა შევუქმნათ. ამ არსებული კონსტიტუციით, ძალიან მაღალი ბარიერია, 5%-იანი ბარიერია იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდე. ამის მერე პრობლემური არის ის, რომ ბლოკების შექმნის უფლება არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტუდენტებს შეკითხვები აქვთ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. მათი ნაწილის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა შეიცვალოს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები