27 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს. ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.  

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობა ედებათ.
საქმე 2011-2012 წლებში მუშაობის პერიოდს ეხება.

 

„დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. 

 

პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების  საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება,”-განაცხადა კოკა კაციტაძემ.

 

 

 

დღის ამბები