08 მაისი 2024,   05:18
ვრცლად
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი დღეს უნდა გასაჯაროვდეს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი დღეს უნდა გასაჯაროვდეს. ცნობილი გახდება სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას ეხება.

NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. გამოკითხვა სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება. ამ დროს ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ. 

“ეს პრეზენტაცია არის ჩვენი კვლევის პირველი ნაწილი. მეორე ნახევრის გაცნობა კი უკვე ორშაბათს მოხდება. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ვფარავთ ყველაფერს, ნატოს, ევროკავშირს, აზრს ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ, თავდაცვის სისტემებს, პოზიცია რუსეთთან და მის პროპაგანდასთან დამოკიდებულებაში. ეს არის ყველაზე სიღრმისეული გამოკითხვა, რაც კი ოდესმე საგარეო პოლიტიკაზე გაგვიკეთებია და რაც საქართველოში გაკეთებულა,” - განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

დღის ამბები