28 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
51%-ის აზრით საქართველოში დემოკრატიაა - NDI

51%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატიაა. ამის შესახებ ნათქვამია  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

კითხვაზე - არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია - გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის, 40%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.

46% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, 15% მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული, 13%-ის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება.

4%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული, 2% კი აცხადებს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. 

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

დღის ამბები