08 მაისი 2024,   05:04
ვრცლად
გადაწყვეტილება უნდა მოდიოდეს საზოგადოების დაკვეთით - აბაშიშვილი თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანების საკითხს აფასებს. გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოების აზრი უმნიშვნელოვანესია.

„გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა, არამედ გადაწყვეტილება უნდა მოდიოდეს საზოგადოების დაკვეთით და ეს გადაწვეტილება შემდგომ უნდა იყოს აღსრულებული პოლიტიკოსების მიერ. ამიტომ, პირველ რიგში, თვითმმართველობის თემა უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უშუალოდ ეხებათ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე მსჯელობას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.

„საბოლოო დოკუმენტი არ გვაქვს, შესაბამისად, წინასწარ რაიმე მსჯელობა, მე მგონი, არასერიოზული იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ გაგზავნილი გვაქვს საკრებულოებში დოკუმენტაცია, ველოდებით მათ მოსაზრებებს. როდესაც ეს კანონი დადგენილი 20-დღიანი ვადები გავა და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება პროექტები, შემდგომ განვიხილავთ მათ მოსაზრებებს,“ - აცხადებს დავით მეტრეველი. 

დღის ამბები