28 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ვიდეო რგოლების ეთერში გაშვება - კომუნიკაციების ეროვნული კომისია "რუსთავი 2"-ს უჩივის

კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსთავი 2-ს ევროპული საქართველოს 2 ვიდეორგოლის გაშვებისთვის უჩივის. კომისიაში დღეს მეორე სხდომა გაიმართა, თუმცა არსებითი განხილვა 6 ივნისს ჩაინიშნა.

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, პოლიტიკური რეკლამის გაშვება არაწინაასარჩევნო პერიოდში არ ეკრძალება არც კონკრეტულ პარტიას და არც სამაუწყებლო კომპანიებს.

მათი განმარტებით, მსგავსი რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ორ ტელეარხზე - იმედსა და ობიექტივზეც გადიოდა, თუმცა კომუნიკაციების კომისია მხოლოდ რუსთავი 2-ს უჩივის.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მსგავსი ტიპის ქმედებას ახორციელებდნენ სხვა მაუწყებლებიც. ამის დასადასტურებლად, კომისიამ გამოითხოვა ინფორმაცია სხვა მაუწყებლებისგან. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომლითაც კომისიას ეს პრაქტიკა ჰქონდა დანერგილი. აქამდე ის თვლიდა, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელი იყო პოლიტიკური რეკლამის გაშვება, თუმცა რატომღაც დღეს, რუსთავი 2-ის მაგალითზე იცვლება,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ სხვა მაუწყებლების ეთერში, მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების საკითხის შესწავლა მოხდება.

ვიდეო რგოლების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით, გაცხადება გააკეთა პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემაც.

„რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არის სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯები,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

დღის ამბები