27 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
"ენმ"-ს ლიდერები აშშ-ს სამთავრობო დელეგაციას ხვდებიან 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციას ხვდებიან.

შეხვედრა საქართველო - შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც ესწრება.

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო სისტემაზე აპირებს საუბარს.

პარტიის ლიდერების თქმით, საუბარი შეეხება თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხსაც.  

დელეგაცია ევროპული საქართველოს წევრებთანაც გეგმავს შეხვედრას.

დღის ამბები