27 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
საია-მ პროკურატურას განცხადებით მიმართა - არასამთავრობო მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე საია-მ მთავარ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სულხან სალაძე ამბობს, რომ საქმე, თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სალაძე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად მიმდინარეობს თუ არა ღონისძიება, რა ეტაპზეა, დადგა თუ არა პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უშუალოდ საია-ს ინიციატივით, მიგვემართა განცხადებით მთავარი პროკურატურისთვის და მოგვეთხოვა, რომ  გაავრცელოს დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ საკითხზე და თუკი დაწყებულია, ასეთ შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება ჩვენი მიმართვის საფუძველზე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები