27 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
„ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ასობით ათასი პენსიონერი იმყოფება პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე," - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ინიციატივა პენსიის მატებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ რუსთავში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო. ჯახველაძეების განმარტებით, მათი შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალური შემწეობაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე არ ჰყოფნით.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, რაიონებში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებენ, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატი. რუსთავის შემთხვევაში საუბარია პენსიის 30 ლარით გაზრდაზე.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრის მამუკა ჩიქოვანის განმარტებით, არსებობს კონკრეტული გეგმა და შესაძლებელია, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდოს პენსია.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის დავით ბაქრაძის თქმით, ყველა რაიონში მოხდება კონკრეტული დაანგარიშება, თუ რა თანხით გაიზრდება პენსია.

„ამ რთულ და გაჭირვებულ მდგომარეობაში ასობით ათასი პენსიონერი იმყოფება პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე, მათ აუცილებლად სჭირდებათ პენსიის გაზრდა და ევროპული საქართველო თავისი გეგმით აუცილებლად გაუზრდის პენსიას გაჭირვებულ ადამიანებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები