28 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
„მჯერა, რომ ხელისუფლება არ იყო ჩართული ინციდენტში," - თალაკვაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ საუბრობს

მმართველი გუნდი სოფელ მუხრანში გასვლით შეხვედრას მართავს. სხდომა მედიისთვის დახურულია, თუმცა ცნობილია რომ შეხვედრას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. სხდომაზე განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნების სამზადისს და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის შემდგომ ეტაპს.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებში საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდა.

მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველო, არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ ინციდენტში, ამ შეთხვევაში და ამის მჯერა, იმიტომ რომ საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ისინი გადაადგილდებიან, გადიან ქვეყნიდან, შემოდიან და მათ არასოდეს არანაირი პრობლემები საქართველოში არ შექმნიათ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები