27 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
„მისი განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, რეალურია,“ - არჩილ თალაკვაძე კახა კალაძის შესახებ საუბრობს

„მისი განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია,“ - ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ წუთებში მმართველი გუნდი სოფელ მუხრანში გასვლით შეხვედრას მართავს. სხდომა მედიისთვის დახურულია, თუმცა ცნობილია რომ შეხვედრას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე სხვადასხვა თემებზე იმსჯელებენ და შესაძლოა, საუბარი კახი კალაძის კანდიდატურის შესახებაც გაიმართოს. 

„დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ, თუმცა ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდი, ამიტომ მისი განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხელისუფლებას ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსიით, თბილისის მერობის კანდიდატურად, ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე იყოს წარდგენილი.

დღის ამბები