27 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
მაქვს კითხვები პატრიარქთან - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე სინოდის სხდომის გამართვას ელოდება. როგორც სასულიერო პირი პოსტსკრიპტუმთან აცხადებს, მას კითხვები აქვს როგორც სინოდის წევრების მიმართ, ასევე პატრიარქთან.

„მაქვს შეკითხვები მოკრძალებული როგორც შეიძლება ჰქონდეს შვილს საკუთარი მამის მიმართ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მისამართით და წმინდა სინოდის რიგი წევრების მისამართით და ვფიქრობ უახლოეს მომავალში შედგება სინოდის სხდომა, რომელშიც სული წმინდის წინამძღოლობით ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის სასიკეთოდ და გაჯანსაღებისათვის გადაწყდება საკითხები მშვიდობიანად,“ - ბრძანა მეუფე პეტრემ.

ეს განცხადება მეუფემ მარტვილში, წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა,  ქადაგების დროს  კი მან ბრძანა:

„ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მოვემზადებით სიმდაბლით, სიყვარულით, სიკეთით გულის, განწმენდით და მზაკვართაგან განრიდებით.  ეს არის მომზადება სული წმინდის მისაღებად და ჩვენ დავინახეთ თუ რამდენად დაცემული ბნელში მყოფი საზოგადოება მათ შორის მართლმადიდებელ ქრისტიანად წოდებული, როგორ მზაკვრობით ემზადებოდა,“-ბრძანებს მეუფე პეტრე.

დღის ამბები