07 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს

უკვე მეორე დღეა მადლენ ოლბრაიტი თბილისში შეხვედრებს მართავს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. მადლენ ოლბრაიტი, რომელიც ამჟამად NDI-ის თავმჯდომარეა, დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად, გუშინ გორშიც იმყოფებოდა.

ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგვიანებით კი, მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტთან.

NDI-ის წევრები საქართველოში ქვეყნის სუვერენიტეტისა და რეფორმების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. ისინი თბილისში 15 ივნისამდე დარჩებიან. ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. არაჩვეულებრივია იმის ნახვა, თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი. მაქვს შესაძლებლობამ შევხვდე ლიდერებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის წინსვლაზე. ვამაყობ, რომ ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ამაში როლი ითამაშა,“ - განაცხადა მადლენ ოლბრაითიმ.

დღის ამბები