07 მაისი 2024,   23:21
ვრცლად
11-12 მარტის ბათუმის მოვლენები - დაკავებული პირების სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. სასამართლომ მოუსმინა მოწმეებს. ამჯერად 6 მოწმე დაიკითხა. მოსამართლემ დღეს დაკავებულებიდან 9 პირის საქმე განიხილა, აქედან ერთ-ერთი პროცესს არ ესწრება. დაკავებულებს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი იყვნენ აქციაზე, თუმცა ვანდალიზმში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო. 11-12 მარტის მოვლენებზე სულ 20 პირია პატიმრობაში, აქედან ორს მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება ორგანიზებას ედავება.

დღის ამბები