08 მაისი 2024,   03:23
ვრცლად
"ველი, რომ საქართველოს ხელისუფლება დეტალურად გამოიძიებს ამ საკითხს," - იოჰანეს ჰანი მუხთარლის შესახებ საუბრობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გამოეხმაურა, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დეტალურად გამოიძიებს აფგანმუხთარლის საქმეს. ამ თემაზე იოჰანეს ჰანი აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აპირებს საუბარს. ის კვირის ბოლოს ბაქოში მიემგზავრება.

„ჩემთვის ცნობილია საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შესახებ. ველი, რომ საქართველოს ხელისუფლება დეტალურად გამოიძიებს ამ საკითხს. ეს არის მინიმუმი რის გაკეთებასაც ველით. ასევე ძალიან მინდა ვნახო შედეგებიც. სხვათა შორის კვირის ბოლოსკენ ბაქოში ვიზიტით მივემგზავრები და რა თქმა უნდა, ამ საკითხს წამოვწევ,” - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები